ლაგოდინსკი: საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ევრონესტის“ სესიას – ახლა ისინი წუწუნებენ

გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც “ოცნების” წარმომადგენელი წერს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია.
ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს დელეგაციის მოწვევა არავის გაუუქმებია, არამედ ქართულმა მხარემ არ მისვლა თავად აირჩია.
“საქართველოს დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ჩვენს სესიას ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა და, შესაბამისად, ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების თანაავტორობის ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი.
ახლა კი ისინი წუწუნებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მათი მოთხოვნით არ არის, რომ არ არის გულწრფელი და ეს სამწუხაროა.
ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: ოფიციალური დელეგაციის მოწვევა არავის გაუუქმებია. მათ თავად აირჩიეს არმოსვლა”, – წერს ლაგოდინსკი.
ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.