ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია მსვლელობით დადიან ქალაქის ქუჩებში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ საერთო პროტესტს ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია, ვადამდელი და ევროპული კურსის დაბრუნება. ისინი საკრებულოს და მერიის შენობასთან გაჩერდნენ, საიდანაც საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.