ლაგოდეხში კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“, ბელორუსიის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეჩერდა.
უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.
„საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ინგა ჩახვაშვილი: რა სადიზმია ადამიანი, ჯანმრთელობაშერყეული ყოველ პროცესზე ატარო რუსთავიდან მინიმუმ 5 საათი, 9 საათი ფეხზე იდგეს და ღამით კვლავ 5 საათი უკან გზაზე დატანჯო მშიერი, ძალაგამოცლილი. ეს არის თქვენი სახე, ქოცებო