ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციის მიზნით, ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ტენდერები გამოცხადდა: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ღელეზე არსებულ სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 734 256 ლარს შეადგენს და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე ღელეზე არსებულ სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სავარაუდო ღირებულებით 431 500 ლარი.
არსებული ხიდები დაზიანებულია და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობა.
პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
შესყიდვის ბმულები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655372&lang=ge
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655513&lang=ge“– ნათქვამია ინფორმაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა