კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
„საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.