ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 0 0
მატჩის პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა შემდეგ კი უპირატესობა “მერსისაიდელების” მხარეს გადავიდა. 27-ე წუთზე დომენიკ სობოსლაი კურტუასთან პირისპირ აღმოჩნდა, ბელგიელმა კარის დარაჯმა უნგრელს აჯობა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა, 43-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილის წამოწყებული შეტევა სობოსლაის შორეული დარტყმით დასრულდა, თუმცა კურტუამ კვლავ ურთულესი მოგერიება განახორციელა. ამ მომენტიდან ორ წუთში ჯუდ ბელინგემმა იბრაჰიმა კონატე ჩამოიშორა, მამარდაშვილმა კი ინგლისელის დარტყმა ფეხით მოიგერია.
მეორე ტაიმში არნე სლოტის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, უგო ეკიტიკე გოლის გატანასთან რამდენჯერმე ახლოს იყო, მაგრამ კურტუა “რეალის” გადარჩენას კვლავ აგრძელებდა. კუთხურიდან საკუთარი შანსი მიიღო “ლივერპულის” კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმაც, გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც ბელგიელი აღმოჩნდა.
“მერსისაიდელთა” შეტევებმა შედეგი 61-ე წუთზე გამოიღო და სობოსლაის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში მაკ ალისტერმა გადაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მეორედ მოახერხა.
„ლივერპული“ 9 ქულით მე-6 ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს ეინდჰოვენში პსვ-სთან ჩაატარებს, იქამდე კი პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება და „ნოტინგემს“ უმასპინძლებს. „რეალი“ 9 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.
ლივერპული – რეალი 1:0
გოლები: მაკ ალისტერი (61)
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა




