ელდარ კურტანიძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, სოციალური ქსელით, შსს–ს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს
მივმართავ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას და უფლებამოსილ პირებს:
Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia საქართველოს პარლამენტი ქართული ოცნება / Georgian Dream არ დაუშვათ და ხელი არ მოაწეროთ ელდარ კურტანიძის შეწყალებას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც მის ციხიდან ნაადრევ გამოშვებას გულისხმობს. ელდარ კურტანიძის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიეს მისმა მფარველებმა (დიახ ), რაც გამოიხატა არაპროპორციულად ლმობიერ სასჯელში, მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა და უდავო მტკიცებულებების არსებობისა. ჩემი ინფორმაციით, მისი მფარველების მხრიდან (რომელთაც აუცილებლად დავასახელებ და უფრო მეტიც, გავასაჯაროვებ მათ სახელებსა და გვარებს და ყველა ჩვენს საუბარს და მათი მხრიდან, ჩემზე ზეწოლის ფაქტებს), დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მისი ნაადრევი გათავისუფლების მიზნით. თითოეული პირი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, პასუხისმგებელია და მომავალში იქნება თანამონაწილე იმ ძალადობისა, რომელსაც ელდარ კურტანიძე აუცილებლად ჩაიდენს. ამასთან, ელდარ კურტანიძის მიმართ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას მოიცავს. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ჩემი მკაფიო და საჯარო მოთხოვნაა, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ და სრულად განახორციელოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და დროულად წარედგინოს ელდარ კურტანიძეს შესაბამისი ბრალი. მსხვერპლის უსაფრთხოების იგნორირება ნიშნავს მოძალადის წახალისებას. პასუხისმგებლობა თითოეულ გადაწყვეტილებაზე სრულად დაეკისრება მათ, ვინც ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას ან შეგნებულად შეუშლის ხელს სამართლის აღსრულებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia




