კურსკში ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი დაიჭრა

რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი და სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი, რომელიც ს მთავრობას არაერთი მედლით ჰყავს დაჯილდოებული.
პოდდუბნი 2001 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პროპაგანდისტი კურსკში დრონის შეტევის შედეგად დაიღუპა, თუმცა შემდეგ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გადარჩა და დაჭრილია.
პოდდუბნი ცნობილია თავისი “ოპტიმისტური” რეპორტაჟებით, თუ როგორ “იგებს” რუსეთი ომს სწრაფად. ის წარმოშობით ბელგოროდიდან არის, ქალაქიდან, რომელიც ს ესაზღვრება.
რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც ასევე უკრაინას ესაზღვრება, საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგერიებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარეტ უორდი – შეშფოთებული ვიყავით, როცა არასამთავრობოების შემზღუდველი კანონი მიიღეს, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა პარტნიორების შესახებ შეთქმულების თეორიები დაიწყო და შოკირებული ვიყავით, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაანონსდა