კურსკში შეჭრით, უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია – ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი

კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრას, დასახული მიზნის მიღწევის გზაზე, წარმატება ჯერ არ მოუტანია. ეს მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ აიძულოს , გადაისროლოს თავისი სამხედრო დანაყოფები დონეცკის ოლქიდან, სადაც ის კვლავ აგრძელებს წინსვლას. ამ განცხადებას ს თავდაცვის ძალების (EDF) გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ტოომას ვიალი აკეთებს.
„რუსეთმა ვერ მოახერხა [კურსკის რეგიონში] უკრაინის ჯარების მოქმედებებში ჩარევა და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეტევა იქ, გარკვეულ მომენტში, მაინც მოიტანს ისეთ ეფექტს, როგორიც უკრაინის სამხედრო სარდლობას, სავარაუდოდ, თავდაპირველად სურდა, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო დონეზე მაინც – ანუ, მოხდება დონეცკის ოლქიდან რუსული ჯარების გადასროლა“, – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ვიალიმ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
„ეს ეფექტი ჯერ ვერ იქნა მიღწეული“, – დასძინა მან.
ვიალიმ განმარტა, რომ რუსეთი, ოპერატიულ დონეზე, ინიციატივას ფლობს და ს უჭირს დონეცკის ოლქში, სადაც მთავარი ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. „სიტუაცია, რეალურად, საკმაოდ კრიტიკულია“, – აღნიშნა ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთი ნელა, მაგრამ მტკიცედ მიიწევდა წინ კილომეტრ-კილომეტრით. ვიმედოვნებთ, რომ რაღაც მომენტში ისინი გამოიფიტებიან. პოკროვსკის დამცველებზე თითებს ვაჯვარედინებთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უკრაინის ყველა თავდაცვით ხაზს შეინარჩუნებენ“.
ვიალის თქმით, რუსეთი დღეში საშუალოდ 195 თავდასხმას ახორციელებს, მათგან მესამედს – პოკროვსკის მიმართულებით.
ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკში ქაოსურ მდგომარეობასა და გასაჭირში არიან, განაგრძო მან. „ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ვერ შეძლეს ადგილზე ერთიანი სარდლობის ორგანიზება და იქ თავმოყრილია წვევამდელთა ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ჯარს“.
ესტონელმა ვიცე-პოლკოვნიკმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ამ კვირაში რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული მსხვილმასშტაბიან თავდასხმებზე – როგორც ცნობილია, ორშაბათიდან მოყოლებული, უკრაინის მიმართულებით, 144-ზე მეტი სხვადასხვა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მათი თითქმის 80 პროცენტი გაანადგურა, მაგრამ დანარჩენმა 20 პროცენტმა საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას – საუბარია ს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რივნის ატომურ ელექტროსადგურზე და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე. ამ სადგურებზე თავდასხამათან დაკავშირებით, უკრაინამ უკვე ჩააყენა საქმის კურსში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო“, – აცხადებს ვიცე-პოლკოვნიკი ვიალი.
მისივე შეფასებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ჯარები არ იცავენ ომის საერთაშორისო კანონებს, რომლის თანახმად, გარკვეული ობიექტები სამხედრო თავდასხმებს საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდნენ.
„ეს იმის მაჩვენლებელია, რომ რუსეთი მთლიანად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სამხედრო სამართალს და შეგნებულად აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ასეთ მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ განადგურებას და ბირთვული ობიექტებისთვის შექმნილ საფრთხეს? “,- განაცხადა პრესკონფერენციაზე ტოომას ვიალიმ.
ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერთ-ერთი ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16 დაკარგეს.
„ჩვენ არ ვიცით მომხდარის ზუსტი გარემოებები და არც ის, სად მოხდა. არც ის ვიცით, ეს ფრენის დროს დაშვებული შეცდომა იყო თუ „მეგობრული ცეცხლი“, ან საერთოდ – რა დგას ყოველივე ამის უკან. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში, რუსები უკრაინას საზენიტო რაკეტებს უშენდნენ, შესაძლოა, ჰაერი სქელი და მკვრივი გახდა და თვითმფრინავი ბუნდოვან გარემოებაში ჩამოვარდნილიყო. ამასთან, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ პილოტი გადარჩა“,- დასძინა მან.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი