“კურსკში უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა “ალყაში მოქცევა” რეალობას არ შეესაბამება” – უკრაინის გენშტაბი

“კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების “ალყაში მოქცევის” შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს” – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი, დმიტრი ლიხოვსკი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და სა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა… ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს