კურსკში უკრაინელთა წარმატებაზე საუბრისას პუტინმა გუბერნატორს სიტყვა შეაწყვეტინა

12 აგვისტოს, კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსეი სმირნოვს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მან კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის მასშტაბებზე დაიწყო საუბარი.
სმირნოვი: სიტუაცია ისევ რთულადაა. უკრაინელები რეგიონში 12 კილომეტრის სიღრმეზე არიან, ფრონტის ხაზი 40 კილომეტრის სიგანისაა.
პუტინი: მომისმინეთ, ალექსეი ბორისოვიჩ, სიღრმისა და სიგანის შესახებ თავდაცვის სამინისტრო შეგვატყობინებს. თქვენ სოციოეკონომიკურ სიტუაციაზე გვესაუბრეთ და იმაზე, თუ როგორ ეხმარებით ხალხს.
ცნობისთვის, ამავე სხდომაზე სმირნოვმა თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
მოხსენებისას სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.
სმირნოვის თქმით, უკრაინის შეტევების შედეგად 12 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მთავრობის საგანგებო სხდომას ხელმძღვანელობდა თქვა, რომ სასაზღვრო რეგიონში კონფლიქტი გრძელდება და “არ არის გამორიცხული, ბრიანსკის ოლქშიც შევიდეს”.
,,ტაბულა”