კურსკის ოლქში უკრაინელებმა 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. დატყვევებული სამხედროები სპეცრაზმი ახმატიდან არიან. ცნობა, ვიდეოს სახით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტმა, Хочу жить-მა (მსურს ვიცოცხლო) 11 აგვისტოს გაავრცელა.

“რეიდერების ჯგუფმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში გამოიჭირა. მათი თქმით, ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები ტყვედ არ ბარდებიან.” – წერია Хочу жить-ის აღწერაში.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე საათნახევრით ადრე რამზან კადიროვი წერდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ გვარდიულ ბრიგადასთან ერთად, უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს.

“გადარჩენილებს გზა საბრძოლო შეხების სიახლოვეს გადაუღობეს. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის გასაგებია მათი შემდგომი ბედი.” – წერდა კადიროვი.

გავრცელებულ ვიდეოზე კადიროვს კომენტარი არ გაუკეთებია. აქამდე ახმატის მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა უკრაინელების წარმატებაში ს თავდაცვის სამინისტროს “ზოგიერთი ხელმძღვანელი” დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა