კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რილსკის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ქალაქ რილსკის მოსახლეობას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან ორმოც კილომეტრში მდებარეობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა “სანამ არსებობს ამის შესაძლებლობა და ეს უსაფრთხოა”.
„არ დაიცადოთ ბოლომდე, როგორც სუჯა, კორენევი, გლუშკოვო, თქვენი და თქვენი ნათესავების სიცოცხლე ძაღლის სიცოცხლეზე ძვირფასია“, – დაწერა ალიოხინმა თავის ტელეგრამის არხზე და დაამატა, რომ თითქოს უკრაინელი სამხედროები „გერმანელი ფაშისტებივით იქცევიან და მშვიდობიან [მოქალაქეებს] ხვრეტენ მხოლოდ გასართობად“, „სისხლიანი სატანისტური რიტუალებისთვის“.
ალიოხინმა დაამატა, რომ რასაც წერს, ყველაფერი მისი პირადი მოსაზრებაა, როგორც „მოხალისის და ადამიანის, რომელიც ამ ომს უყურებს თავიდანვე და არა როგორც გუბერნატორის მრჩეველი“.
ქალაქ რილსკის მოსახლეობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის გარღვევამდე დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იყო.
6 აგვისტოდან გრძელდება უკრაინის არმიის შეტევა და ბრძოლები კურსკის რაიონში. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, ოთხმოცდაათზე მეტი დასახლება და ს ტერიტორიის დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები. ამავდროულად, რუსეთის სამხედრო სარდლობა რეგულარულად იუწყება, რომ უკრაინის არმიის შეტევა “შეჩერებულია”.