კურორტ გომისმთაზე ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა – არიან დაშავებულები

კურორტ გომისმთაზე ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა – არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით კურორტ გომისმთაზე.
არსებული ინფორმაციით, გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა. მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.