კურორტი აბასთუმანი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება – ბესიკ ამირანაშვილი

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„აბასთუმნის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთისთვის და არა მარტო, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფონდს „ქართუ”, სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო კურორტის განვითარება და გალამაზება. დაბაში კაპიტალურად მოეწყო როგორც სავალი ნაწილები, ისე მთლიანი საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყლის ქსელი, სათავე და გამწმენდი ნაგებები.
ასევე, სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს „როშა პარკის”, რომელიც თავისი მდებარეობით და ასწლოვანი ხეებით გამორჩეული და უნიკალური ადგილია. ეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ბილიკები, უკვე მოეწყო სტადიონი და პროექტის დასრულების შემდეგ “როშა პარკი” იქნება კიდევ ერთი ლამაზი სივრცე დამსვენებლებისთვის.
ვფიქრობ, აბასთუმანი მომავალში კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება, როგორც ქართველი, ისე, უცხოელი ტურისტებისთვის. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით უკვე 40%-ით არის გაზრდილი დამსვენებლის რაოდენობა”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა