კურილის კუნძულებზე ახალი იარაღი განთავსდება – მედვედევი

„კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით“, ამის შესახებ ს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის იქ ახალი იარაღის განლაგებით”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და რომ კურილის კუნძულები არ არის სადავო ტერიტორიები, არამედ რუსეთის ნაწილი.
„იმ სამურაებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყენილნი არიან, შეუძლიათ სეპუკუ ჩაიდინონ, თუ ამის გამბედაობა ეყოფათ“, – წერს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ