კურიერმა კანადაში $50 მლნ მოიგო და მეორე დღეს სამსახურში 4:30 საათზე წავიდა

კანადაში, მონრეალში მიტანის სერვისის მძღოლმა პიერ რიშერმა ოქტომბერში Lotto MAX-ის ჯეკპოტი $50 მლნ მოიგო. თუმცა მამაკაცი, მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, სამსახურში 4:30 საათზე წავიდა, შვებულებაც კი არ დაუგეგმავს.
Business Insider-ი წერს, რომ პიერ რიჩერმა ოქტომბერში Lotto MAX-ის ჯეკპოტი მოიგო. მამაკაცი 60 წელს გადაცილებულია, მაგრამ არ სურს პენსიაზე გასვლა, განაცხადა ლატარიის ორგანიზატორმა Loto-Québec-ში პრესრელიზში.
რიჩერმა თქვა, რომ მომგებიანი ბილეთი სასურსათო მაღაზიაში იყიდა, სადაც ღვეზელის ცომის საყიდლად წავიდა, იუწყება კანადური გამოცემა Global News. მამაკაცმა ორი ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი სულ $10 დაუჯდა.
როდესაც მძღოლს ჰკითხეს, მოგების შემდეგ თავს როგორ გრძნობდა, მან უპასუხა, რომ ცოტა ბედნიერი იყო და მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.
პიერი მეორე დილით სამსახურში 9 ოქტომბერს, დილის 4:30 საათზე, დაბრუნდა.
„ვერ დავტოვებ მათ, მიტანის განყოფილება უბრალოდ ვერ შეძლებს ჩემს გარეშე მუშაობას”, – განაცხადა რიჩერმა CTV News-თან ინტერვიუში.
პიერი ახალი სახლისა და მანქანის ყიდვას გეგმავს და შესაძლოა ოჯახი დასასვენებლად წაიყვანოს.
სხვათა შორის, სასურსათო მაღაზია, რომელმაც გაყიდა გამარჯვებული ბილეთი, მიიღებს საკომისიოს $365,000.