“კურიერის” ინფორმაციით, ორთაჭალაში მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია

“კურიერის” ინფორმაციით, ორთაჭალაში მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე პირი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში, ის გამოკითხვაზეა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილი, სავარაუდოდ, დაუგორდა. შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი