კუპრაძე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს

ლელო რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს დაცვის აქტს აინიცირებს – ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ ა დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება რუსული კანონის მიღება და ინიცირება საქართველოს .
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.
· ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში,
· ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის,
· ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას,
· ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომანქანების შემოდინებას,
· ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას,
· ჩვენ დავუწესებთ “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესს, რომლითაც მხარს დავუწერთ დევნილებს საქართველოში,
· ჩვენ დავაწესებთ აკრძლვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე,
· ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას,
· ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
· NGO-ების “გამჭვირვალობაზე” ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს