ლელო რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს დაცვის აქტს აინიცირებს – ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება რუსული კანონის მიღება და ინიცირება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.
· ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში,
· ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის,
· ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას,
· ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომანქანების შემოდინებას,
· ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას,
· ჩვენ დავუწესებთ “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესს, რომლითაც მხარს დავუწერთ დევნილებს საქართველოში,
· ჩვენ დავაწესებთ აკრძლვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე,
· ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას,
· ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
· NGO-ების “გამჭვირვალობაზე” ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს
