კუპრაძე: ლელო უერთდება მოქალაქეთა მარშს – ჩვენი ხმა ევროპას

· 64
·
·
ლელო უერთდება მოქალაქეთა მარშს, ჩემი ხმა ევროპას, ჩვენ თამამები ვართ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, იმიტომ, რომ ნამდვილად მოწინავეა ლელო, როგორც საგარეო ველზე, ასევე, მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვაში ევროინტეგრაციასთან მიმართებით. ვიქნებით აუცილებლად ამ მარშზე, ქართველ ხალხთან ერთად.
მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს მოქალაქეების ნება, ვინც თბილისში იმყოფება და ახერხებს ქუჩაში გამოსვლას, მშვიდობიანად, სრულიად პოზიტიურად ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს, რომ ქართული ოცნების გამო ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს.
განაცხადა ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. 9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით “შენი ხმა ევროკავშირს” რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება – მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან. პრეზიდენტ ს განცხადებით, ის მარშს უერთდება.