კუპრაძე: ლელო გამორიცხავს წინასაარჩევნო თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან

წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს ლელო არ განიხილავს. ლელო არ ემხრობა ერთიან სიას, ლელო გამორიცხავს წინასაარჩევნო თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან. ლელო არის კონსულტაციების რეჟიმში რამდენიმე პროდასავლურ პარტიასთან, რომლის ნაწილიც არ არის ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება და გახარიას გუნდი.
ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ “უნდა შევქმნათ ერთიანი დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო, რაც შესაძლებელია – ვუჭერ მხარს დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში”.