კუპრაძე: ლელოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ცენტრი იყოს, რომელიც ე.წ შუაში კონსოლიდაციას შეძლებს

ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატია როგორ მოკლა, როცა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მაქსიმალური პოლარიზება დაიწყო და პარალელურად, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა გააქრო. ამ და ნებისმიერ საზოგადოებაში, ორი პოლუსი ყველასთვის მისაღები არ არის ხოლმე. ამ ორი პარტიის გულშემატკივრების მიღმა, ძალიან დიდი ნაწილი, ამომრჩევლების ლამის 40% პოლარიზების მიღმა არჩევანს ითხოვს და ეს კვლევებშიც ცალსახად ჩანს.
ჩვენი მიზანი და მისიაა, რომ ის, რისი გაკეთებაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, შუაზე გაკრეფვის – ამის საწინააღმდეგო გავაკეთოთ […] ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ ვისთან, როგორ და როდის შეიძლება რაიმე ტიპის თანამშრომლობა. ლელოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ცენტრი იყოს, რომელიც ე.წ. შუაში ძალის მხარდაჭერისა და საზოგადოების ინტერესების მნიშვნელოვან კონსოლიდაციას შეძლებს.