კუპრაძე: ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა, უმძიმეს ეტაპზე

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ს რუსული რეჟიმი ხელისუფლების მიტაცების ურთულეს ეტაპზე გადავიდა და დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება და უკანონოდ დაკავება.
ის ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება როგორც თორნიკე რიჟვაძეს, ასევე ადგილობრივ ე.წ. ხარებებს – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას და აჭარის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მოუწევთ.
“ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა, უკანონოდ დაკავება საქართველოს მოქალაქეების.
თორნიკე რიჟვაძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც კი ბედავდა ქოცური განცხადებები ეკეთებინა თუნდაც, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს – ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, ს მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს, სამართალდამცველებს, რომლებსაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით.
ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის იყვნენ კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია, , შუშანა მაცაბერიძე, ძლიერი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლშვილი და ბათუმელების თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე.
მანამდე, 11 იანვარს აჭარაში დააკავეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი.