საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, საბა ბუაძეს თავს დაესხნენ, რომლებსაც თან ცივი იარაღი ჰქონდათ.
ამის შესახებ ინფორმაცია ბუაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გაავრცელა.
“ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ “შემთხვევით”, გინებით, დანით და ქვების სროლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ”, – განაცხადა ბუაძემ.
ასევე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნული ცივი იარაღის, იგივე დანის ფოტო გამოაქვეყნა.
“ეს არის დანა, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს დაუვარდა ხელიდან”, – წერს კუპრაძე.