კუპრაძე დეკლარაციაზე: არჩევნების თავისუფლად ჩატარების მიმართ ევროპულ მხარაჭერას გამოხატავს

ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ერთიანობის დეკლარაცია ს თავისუფლად ჩატარების მიმართ ევროპარლამენტარების მხარდაჭერას გამოხატავს. ლელო დოკუმენტის ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია.
“დეკლარაცია გამოხატავს სწორედ ევროპულ მხარდაჭერას, ევროპარლამენტარების მხარდაჭერას ცვლილებების და დემოკრატიული განვითარების, არჩევნების თავისუფლად ჩატარების მიმართ, რომელსაც ისინი გაუწევენ მონიტორინგს”, – აცხადებს კუპრაძე.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დეკლარაციის შემუშავებისა და ხელმოწერის იდეა რამდენიმე ევროპარლამენტარს ეკუთვნის. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მათი იდეა იყო, მომხდარიყო შეთანხმება საკითხებზე, რაზეც ოპოზიციას ერთნაირი ხედვა აქვს და სადაც არჩევნებში რეჟიმის დასამარცხებლად რესურსების კონსოლიდაციაა საჭირო.