კუპრაძე: აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “ლელოს” საბანკო ანგარიში დააყადაღა

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.
როგორც კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ პარტიის მუშაობას ხელი შეუშალონ.
„უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური პრემიერი , ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი – გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. 2025 წლის 1-ელ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს-თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ს წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“. ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, – განაცხადა კუპრაძემ.