კუნძულ კრეტას სამხრეთით მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 17 ადამიანი

კრეტას სამხრეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გადარჩენილთა თქმით, ძლიერი შტორმის დროს ნავმა მარშრუტზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფები ღია ზღვაში წყლის, საკვების და შესაბამისი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
სანაპირო დაცვის ცნობით, ნავის აღმოჩენის დროს მიგრანტები ერთი დღეზე მეტის გარდაცვლილები იყვნენ.
ამ დროისთვის უცნობია, რომელ ქვეყნებს ეკუთვნოდნენ დაღუპული და გადარჩენილი მიგრანტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი