კუნძულ კრეტაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი სოფელ ვორიზიაში გახსნეს, რასაც 39 წლის მამაკაცი და 56 წლის ქალი ემსხვერპლა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, მომხდარი ოჯახურ შურისძიებას უკავშირდება.




