კუნძულ კიოსზე ხანძრის გაჩენის საქმეზე, ქართველ ქალს საბერძნეთის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა და 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

კუნძულ კიოსზე ხანძრის გაჩენის საქმეზე, ქართველ ქალს საბერძნეთის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა და 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი ქალი კუნძულზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ის მოხუცებულთან მომვლელად მუშაობდა.
როგორც სასამართლომ დაადგინა, მასშტაბური ცეცხლი, რომელიც 10 000 ჰექტარზე გავრცელდა, თავდაპირველად სწორედ იმ ადგილას გაჩნდა, სადაც ქალმა სიგარეტის ნამწვი დააგდო.
ხანძარი საბერძნეთში ორშაბათს გაჩნდა და მას მეხანძრე-მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი