კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები პეტიციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ არ შეურიგდებიან საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას:
„ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წამომადგენლები ვაცხადებთ, რომ არ შევურიგდებით საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას და ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფას.
მაშინ, როცა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და გადაწყვეტილებები აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ამოცანებს ისახავს მიზნად, ყოველი ადამიანის ვალია, გამოავლინოს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პოზიცია“ — აცხადებენ ხელმომწერები.
პეტიციის ავტორები ითხოვენ:
1.დაუყოვნებლივ შეჩერდეს “რუსული კანონის” ხელახალი განხილვა;
2.შეწყდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, ვინც ღიად და თამამად გამოხატა „რუსული კანონის“ მიუღებლობა.
„არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია“ — აცხადებენ პეტიციის ავტორები, რომელსაც ხელს აწერენ:
· ნიკოლოზ მარი, სცენარისტი,რეჟისორი
· თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
· პაატა ციკოლია, რეჟისორი
· გაგა ჩხეიძე, კულტურის მენეჯერი, გერმანისტი
· გიორგი შველიძე, ოპერატორი
· გვანცა ჯობავა, მთარგმნელი, გამომცემელი
· ლევან აბდუშელიშვილი, კინომცოდნე
· მანანა თევზაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
· რეზო კიკნაძე, კომპოზიტორი
· ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი
· არჩილ ქიქოძე, მწერალი
· ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე
· ნინა სურამელაშვილი, მწერალი
· სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე
· სოფიო ზერაგია, მსახიობი
· ნიკუშა ბაქრაძე, მსახიობი
· ჯგუფი “ბულიონი”
· ლელა ოჩიაური. კინოკრიტიკოსი
· ანა რიაბოშენკო, არტმენეჯერი, ხელოვანი
· დათა თავაძე, რეჟისორი
· ცირა ელისაშვილი, ურბანული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტი
· ალექსანდრე ქორიძე, რეჟისორი
· ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, რეჟისორი
· დავით ხორბალაძე, თეატრის
· ხათუნა ბერძენიშვილი მსახიობი.რეჟისორი
· შორენა თევზაძე, რეჟისორი
· ირინე შავლაძე, კინომცოდნე
· სოსო ბლიაძე, რეჟისორი
· ირინე ჟორ, რეჟისორი
· თორნიკე კვირიკაშვილი მსახიობი
· მარი გულბიანი, რეჟისორი, სცენარისტი
· მაია პატარიძე, ისტორიკოსი. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
· ქეთევან ყიფიანი, რეჟისორი, პროდიუსერი
· ნინო ჯინჭარაძე, პროდუსერი
· მარიამ ბიწაძე, რეჟისორი, პროდიუსერი
· ნათელა ოჩიაური. მხატვარი
· მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი
· ქეთი მაჭავარიანი რეჟისორი
· მიკა მდინარაძე, კომპოზიტორი
· გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი
· თეკლა მაჭავარიანი, პროდუსერი
· თამარ შავგულიძე, რეჟისორი
· ნუცა წიქარიძე, რეჟისორი, სცენარისტი
· ნინო გოგუა, რეჟისორი
· ნინო ალავიძე, ფოტოგრაფი.
· , მწერალი
· თამთა მელაშვილი, მწერალი
· ლაშა ჩხვიმიანი – მსახიობი
· გურამ წიბახაშვილი ფოტოგრაფი
· ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
· თეა კახიანი, თეატრის მკვლევარი
· თამარ ცაგარელი, თეატრმცოდნე, ასოცირებული პროფესორი
· გიგა ლიკლიკაძე – რეჟისორი
· ირინა პოპიაშვილი, კურატორი
· ნინო ქათამაძე, მომღერალი
· გიორგი გიგაშვილი, პიანისტი
· ოთარ ქათამაძე, რეჟისორი
· ლევან მიზანდარი, კომპოზიტორი
· ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
· არჩილ გიორგობიანი, კომპოზიტორი
· თამარ ნადირაძე, ხელოვანი
· პაატა შამუგია, მწერალი
· ანა გაბელაია, კურატორი
· გიორგი სავანელი, რეჟისორი/დრამატურგი
· თინათინ ასათიანი, კურატორი, არტმენეჯერი
· ნათია სოყურაშვილი, მსახიობი
· ოთარ ეგაძე, დრამის რეჟისიორი
· თინა ლაღიძე, მსახიობი
· ანნა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი
· ბასტი მგალობლიშვილი, კინომცოდნე
· ეკატერინე დემეტრაძე, მსახიობი
· ლიზა ალფაიძე, კინომცოდნე
· ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
· ლილი დადიანი, ხელოვანი
· გიორგი გაგოშიძე, მხატვარი
· თიკო დოლიძე, თეატრმცოდნე
· დავით გაგოშიძე, მხატვარი, რესტავრატორი
· ანა ცუცქირიძე, რეჟისორი
· გიორგი გაგოშიძე, ხელოვნებათმცოდნე
· ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი
· ნათია სართანია-კიტუაშვილი, მუსიკოსი
· მართა თაბუკაშვილი, დიზაინერი
· რატი ამაღლობელი, პოეტი
· თამარ ჭაბაშვილი, ხელოვანი
· ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
· დავით ხოსიტაშვილი, მუსიკოსი, ხმის რეჟისორი
· ნინო ჯანჯღავა, კომპოზიტორი
· ანა მილაშვილი, გამომცემელი
· ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
· ბესო სოლომანაშვილი, მწერალი, კინორეჟისორი,სცენარისტი.
· ლევან შუბაშვილი, რეჟისორი
· ნიკოლოზ ნადირაშვილი. ხელოვნებათმცოდნე
· თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
· თეონა ჭანიშვილი. მხატვარი, წიგნის დიზაინერი
· თამარა ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე
· თეკა კოხრეიძე, მსახიობი
· ალექსანდრე კობერიძე, რეჟისორი
· დალილა გოგია. მთარგმნელი
· დავით გერსამია. რეჟისორი
· ბექა ქურხული, მწერალი
· ნონა ოთარაშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი
· ნანა ჯანელიძე, რეჟისორი
· ანა შანშიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე
· ნათია ქარუმიძე მსახიობი
· გია გორდეზიანი მხატვარი/სიმღერების ავტორი
· რეზო შატაკიშვილი რეჟისორი, პუბლიცისტი
· ნინო დარასელი, ჟურნალისტი
· ხათუნა ხაბულიანი , ხელოვნებათმცოდნე
· ანა გურგენიძე, თეატრის მხატვარი.
· თინა ასათიანი, კურატორი
· მარიამ თვალავაძე, კინომცოდნეობის სტუდენტი
· ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი
· საქართველოს ეროვნული ფონდი
· აკაკი შანშიაშვილი, კინორეჟისორი
· ირინა გუდაძე, მსახიობი
· ლუკა ბაქანიძე, მწერალი
· თინა მამულაშვილი, გამომცემელი
· ნინო ხუნდაძე ხელოვნებათმცოდნე
· ლადო დარახველიძე ხელოვანი
· ნუცა ალექსი-მესხიშვილი, კინორეჟისორი
· მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი
· ლაკო მაჭავარიანი, მსახიობი
· ვახო ქარელი, ფოტოხელოვანი
· ნანა ექვთიმიშვილი, კინორეჟისორი, მწერალი
· ივა ფეზუაშვილი, მწერალი.
“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.
შარშან, 7-9 მარტის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლეოსობამ კანონპროექტი, რომელიც თავადვე დააინიციირა და პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენისას ჩააგდო. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ.
2 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსული კანონი ხელახლა, ამჯერად შეცვლილი სახელწოდებით დაინიციირდებოდა. “უცხოეთის აგენტების” ნაცვლად, ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო გრანტებით მიღებული თანხაა, ამჯერად “უცხოეთის გავლენის გამტარები” დაერქმევათ.
რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – , გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.