კულტურის მინისტრმა სამეგრელოში მოქმედი სალოტბარო სკოლები მოინახულა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ს, ვიზიტები სალოტბარო სკოლებში გრძელდება. ამჯერად მინისტრი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან, დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასა და სალოტბარო სკოლების სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორ ირაკლი ტყვაცირიასთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის სალოტბარო სკოლებს ეწვია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და გაეცნო ახალგაზრდების შემოქმედებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფარგლებში საქართველოში დღეს 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.
სამეგრელოში ვიზიტისას მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სკოლების საჭიროებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლების განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2024 წლის იანვარში თბილისში გაიმართება შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მიიწვევენ ყველა სალოტბარო სკოლის პედაგოგებს. შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სკოლების წარმომადგენლებს ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ” – ბიძინა ივანიშვილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს