კულტურის მინისტრი ქუჩაში წარწერებზე: “ალა ლუსულ კანონს”

კულტურის და სპორტის მინისტრი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წარწერებს, რომელთა ადრესატიც თავადაა. ის კრიტიკულ წარწერებს “ათეიზმად” მიიჩნევს და მის ავტორებს მოუწოდებს, “დღის შუქზე” წერონ ქუჩაში. მინისტრი ამავე სტატუსში ცინიკურად იხსენიებს “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებსაც.
“ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს”, – წერს თეა წულუკიანი.
კულტურის მინისტრისადმი კრიტიკული წარწერები თბილისის ქუჩებში 12 აპრილს გამოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს