კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ეს შემოთავაზება გაგვიკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ და გვაქვს ხედვები, ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისევე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო ჩემთვის და ვეცდები, იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, როგორც მუსიკოსი, როგორც კულტურის დარგის მენეჯერი ვმუშაობ, ვეცდები, ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი როგორც კულტურაში, ისე სპორტში მსოფლიოში გააქვთ და ღირსეულად და ნამდვილად თინათინ რუხაძემ წარდგენის შემდეგ.
კობახიძემ თქვა, რომ ს შემდეგ დააინიცირებენ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე ინსტიტუტებად ჩამოყალიბდება.
კობახიძის თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შემდეგ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სპორტის მინისტრი კი შალვა გოგოლაძე იქნება.
სამინისტროების გაყოფამდე შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება.
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ეს მან რეჟისორ გიზო ჟორს საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე. მე არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ასე რომ ვთქვათ, ენას ჯიბეში რომ არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა… დამიბარეს და მივდივარ, როლიც გაირკვევა ალბათ, რა მაქვს მონიჭებული”- თქვა წულუკიანმა.