კულტურის ეროვნულმა სააგენტომ მორიგი საქმე წააგო თანამშრომლის გათავისუფლების გამო – პროფკავშირი

კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო საქმე სასამართლოში კულტურის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “ანი შეროზია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ” და შეროზიას სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს, რომელიც ანი შეროზიას ინტერესებს იცავდა.
“სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა. ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება”, – წერს პროფკავშირი.
ანი შეროზიას სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორის პოზიცია ეკავა.
პროფკავშირის თქმით, ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, როდესაც კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა დამსაქმებელთან შრომითი დავა მოიგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ