კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბერის მასშტაბურ აქციას უერთდებიან – როგორც ნინო ჟვანიამ სხვა ხელოვანებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “კულტურის ხმა კვლავ ისმის უწყვეტ პროტესტში” და ასე იქნება მანამდე, სანამ გამარჯვება არ მოვა.
კულტურის წარმომადგენლები ამბობნე, რომ ერთ წლის წინ, 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი გავიდეს ქუჩაში.
2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება და ღიად თქვა უარი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე. წაგვართვა არჩევანის უფლება, დემოკრატიულ, სამართლიან და დაცულ ქვეყანაში ცხოვრების. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დასაწყისად.
კულტურის სფერო, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებსა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რეჟიმმა არაერთხელ სცადა ჩვენი დადუმება, მოსყიდვა და გაჩერება, და მიუხედავად ყველაფრისა, კულტურის ხმა კვლავ ისმის უწყვეტ პროტესტში. თავისუფლების და სამართლიანობის მოყვარული საზოგადოება კვლავ გარეთაა და ებრძვის უსამართლობას.
გაძლიერებული წნეხის მიუხედავად, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რიცხოვნობის გაზრდის მიუხედავად, ახალი რეპრესიების მიუხედავად, ქართველი საზოგადოება კვლავ გარეთაა, არსად წასულა და კვლავ მოითხოვს პატიმრების განთავისუფლებას და სამართლიან არჩევნებს!
კულტურის და ხელოვანების წარმომადგენლები, 28 ნოემბერს 19:00 საათზე, ვუერთდებით სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს და პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და ყველა იმ მოქალაქეს ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია, ვისაც სურს დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, ვისაც სჯერა რომ მხოლოდ ნამდვილი მეგობრების გვერდით ვიქნებით დაცულები და გვექნება რეალური განვითარების შესაძლებლობა”, – ნათქვამია კულტურის სფეროს საერთოდ განცხადებაში.



