კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა

„ქართულმა ოცნებამ“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას დაუჭირა მხარი. შესაბამისი კანონპროექტის მიღების მომხრე 87 დეპუტატი იყო.
კანონპროექტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებებად 2025 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდება.
კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთმანეთისგან გამიჯვნა „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინათ გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 18 ოქტომბერს მიაწოდა, როცა დაასახელა კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე. მაშინ მის პირველ მოადგილედ დაინიშნა შალვა გოგოლაძე. როგორც მაშინ ითქვა, სწორედ შალვა გოგოლაძე იქნება სპორტის მინისტრი.
მე-11 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. იმავეს ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი .
კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო. მას შემდე 3,5 წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ვებსაიტი.
საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ს პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას „საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესუ­რს­ზე“.

ასევე დაგაინტერესებთ