კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის! – თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან (ვიდეო)

კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის! – თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. დღეს საღამოს 19:00 საათზე შეკრება ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

ევროპული მომავლის და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი აქცია კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დაგეგმეს.

საპროტესტო მოძრაობას შეუერთდებიან სინდისის პატიმრების ოჯახებიც.