უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ხვალ ჩავა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულება ჩინეთში ოთხი დღის განმავლობაში დარჩება.
მედიის ცნობით, კულებას ვიზიტი ჩინელი კოლეგის, ვანგ ის მიწვევით განხორციელდება. საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს უკრაინის მხარეც.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა “რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“ იქნება.
კულებას მოგზაურობას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პეკინის ღიად გაკრიტიკება.