კულება: სამთავრობო ცვლილებს არ ექნება გავლენას პარტნიორებთან ურთიერთობებზე

უკრაინის პრეზიდენტი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მის განცხადებაში, აღნიშნულზე საუბრისას, მ სიტყვა „გადატვირთვა“ გამოიყენა და დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიცვლება გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და რამდენიმე სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი.
„არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაიმე ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე“,- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რომელსაც კითხვა ჟურნალისტებმა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვედრისას დაუსვეს.
კულება ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს თანამდებობის პირები და ზელენსკის ამის კონსტიტუციური უფლება აქვს. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ უკრაინის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა, კულება ამბობს, რომ გუნდი ერთიანია.
„ერთიანები ვართ სტრატეგიული მიზნის ირგვლივ, რაც არის ს დამარცხება ში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა“,- ამბობს კულება.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მედიაში აქტიურად განიხილება საკადრო ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ შეიცვლება შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ის ამ ნაბიჯს განიხილავდა. საკადრო ცვლილებების მიზეზად სამთავრობო გუნდის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.