კუბა მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, თუმცა არა ზეწოლის ქვეშ, განაცხადა 5 თებერვალს კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რამდენიმეთვიანი მუქარის შემდეგ.
„კუბა მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის ნებისმიერ თემაზე… მაგრამ ზეწოლისა და წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა დიას-კანელმა
სახელმწიფო ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემულ ხალხისადმი მიმართვაში.
ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა კომუნისტური მმართველობის მქონე კუბას, პირობა დადო, რომ ნავთობზე წვდომის შეუწყვეტდა და განაცხადა, რომ კუნძული „დაცემისთვის მზადაა“.
დიას-კანელი 2019 წელს კუბის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი და კუბის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გახდა. ორივე პოსტი მან რაულ კასტროსგან – კუბის დამფუძნებლის, ფიდელ კასტროს უმცროსი ძმისგან მიიღო.




