კუბილიუსი: 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და მთელი ევროპისთვის

· 57
·
·
ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად სასიამოვნოა ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი და მიღწევა, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს.
ნამდვილად კარგი დამთხვევაა, რომ შეგვიძლია, საქართველოსთვის და მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ერთდროულად აღვნიშნოთ, რადგან 2003 წლის მ მთელ ევროპას ნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს აღარ სურდა ერთგვარ ნაცრისფერ და ჩრდილოვან პოსტ საბჭოთა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უხვად იყო კორუფცია, გაუმჭვირვალობა, კლეპტოკრატია, ოლიგარქიული მმართველობა და კრემლის ძლიერი გავლენები.
ეს რევოლუცია იყო სიგნალი, რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას ვუწოდებთ, ხალხს სურდა ცვლილება და დემოკრატიულ, ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. სწორედ ასე დაიწყო საქართველოს გზა ევროპისკენ და, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებთ როლს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერმა, იმ მომენტში შეასრულა და მისი მთავრობის განხორციელებულ ყველა რეფორმას, რამაც გზა გაუხსნა საქართველოს გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის.
ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია შეიცვლება და ქართველი ხალხი ქვეყანას და მთავრობას დააბრუნებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
მომავალი წლის იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, გამჭვირვალე საქართველო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში.
ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს ასეთ ახალ გამარჯვებას საქართველოსთვის, და მთლიანად ევროპისთვის. სწორედ ამიტომ, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლოესი მომავლისთვის.
წარმატებას გისურვებთ და ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში გვყავს თქვენნაირი მეგობრები. ველით თქვენს სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში.
განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ენმ-ის ღონისძიებაზე ვიდეომიმართვისას, რომელიც ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს.