კუბა -ის მიერ ვენესეულის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმას გმობს

კუბა -ის მიერ ვენესეულის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმას გმობს, – ამის შესახებ განცხადებას კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი ავრცელებს.
მიგელ დიას-კანელის განცხადებით, კუბა საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაქციას მოითხოვს.
„ჩვენი მშვიდობის ზონა სასტიკად დაირღვა. ეს მამაცი ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმია“, – აცხადებს კუბის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ვენესუელის დედაქალაქზე განხორციელებული დარტყმების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.