კუბარსი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კუბარსის გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 5-ჯერ გაიზრდება.
18 წლის მცველს “ბარსასთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუბარსმა “ბლაუგრანას” მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში