კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა

კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქალაქ კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში.
უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში აუცილებელია შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://imigresen-online.imi.gov.my/mdac/main.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”