კროოსმა თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ახლახანს ჩამოჰკიდა, თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა.
“რეალის” ყოფილ ნახევარმცველს ასეთებად ფლორიან ვირცი და ჯამალ მუსიალა მიაჩნია.
“მომავალ წლებში გუნდის გაძღოლა მუსიალასა და ვირცს მოუწევთ. მათ ჩვენთვის მატჩები უნდა მოიგონ და ერთი შეხედვით უწყინარი სიტუაციები სახიფათო მომენტებად აქციონ.
თუ ჩვენ თასების მოგება გვინდა, მაშინ დიდ ტურნირებზე კარგი მუსიალა და ვირცი უნდა ვიხილოთ”, – ციტირებს კროოსს Yahoo.

ასევე დაგაინტერესებთ