კროოსის აზრით, დე ლიხტის არჩათვლილი გოლისას მსაჯმა შეცდომა დაუშვა

“რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში “ბაიერნის” ფეხბურთელის, მატეას დე ლიხტის არჩათვლილი გოლისას მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს.
“ეპიზოდი ცუდად განსაჯეს. თამაშის გაგრძელების უფლება უნდა მიეცათ. აქ მე, პირველ რიგში, გვერდითი მსაჯის შეცდომას ვხედავ. როდესაც ის ალამს აღმართავს, მთავარი არბიტრი მას ენდობა, რამეთუ მიიჩნევს, რომ იქ, სავარაუდოდ, სამმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა იყო.
“ბაიერნის” ცხარე პროტესტი გარკვეულწილად გამართლებულია, რადგან უბრალოდ, სიტუაციის ბოლომდე განვითარების უფლება უნდა მიეცათ, 100%-ით”, – განაცხადა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში.
მან აგრეთვე ეჭვი გამოთქვა, რომ
გოლს სასტვენის გარეშე გაიტანდნენ: “არ ვიცი, გამოეთიშნენ თუ არა ყველანი იმ ეპიზოდისას, რადგან სასტვენი ძალიან ადრე გაისმა. ყველა, ვინც კარს იცავდა, განმუხტული იყო”.