კრისტოფ ჰოისგენი – უკრაინის ნატო-ში მიღება ალიანსის სამიტზე არ განიხილება

უკრაინის ნატო-ში მიღება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგში არ დგას, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნატო-ს წევრობა მისცემს უკრაინას მშვიდობის გრძელვადიან პერსპექტივას“.
„რუსეთთან შეთანხმებები არ ღირს იმ ქაღალდზე, რომელზეც ხელს პუტინი აწერს, უკრაინამ ეს საკუთარი მწარე გამოცდილებიდან ისწავლა. ერთადერთი დაზღვევა ნატო-ში გაწევრიანებაა“, – აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.
კითხვაზე : „რა დარჩება უკრაინისგან ამ ომის შემდეგ“, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, „სახელმწიფოების საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საზღვრების არანაირ ცვლილებას“.
”ძალის გამოყენებამ შედეგი არ უნდა გამოიღოს”, – აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს