ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ევროზონის ეკონომიკას ბიძგი უცხოელი მუშახელის შემოდინებამ მისცა, რაც მისივე თქმით, ხელს უწყობს სამუშაო საათების და რეალური ხელფასების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მიგრაციამ გასულ წელს მისი მოსახლეობა რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა, მიუხედავად შობადობის შემცირებისა, თუმცა მთავრობები მიგრაციასთან დაკავშირებული ადგილობრივი უკმაყოფილების საპასუხოდ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ.
ლაგარდი მიუთითებს, რომ გაიზარდა როგორც უცხოელი მუშაკების რაოდენობა, ასევე სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ისინი მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ დაახლოებით 9%-ს წარმოადგენდნენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდის ნახევარი უცხოელ მუშაკებზე მოდის. ამ წვლილის გარეშე, შრომის ბაზრის პირობები შეიძლება უფრო მკაცრი იყოს და წარმოება უფრო დაბალი”,- ამბობს ლაგარდი.
მან დასძინა, რომ მაგალითად, გერმანიაში, უცხოელი მუშახელის წვლილის გარეშე, მშპ დაახლოებით 6%-ით დაბალი იქნებოდა, ვიდრე 2019 წელს. ესპანეთის პანდემიის შემდგომი ძლიერი ეკონომიკური ზრდა კი ასევე დიდწილად განპირობებულია უცხოელი მუშახელის წვლილით.
