კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენის, ვლადიმერ სტეფანიანისდ აკავება დაადაასტურა.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სტეფანიანს გამოძიება, ამ ეტაპისთვის 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
როგორც ბრიფინგზე, გამომძებელმა ია ახალაიმ განაცხადა, ბიზნესმენმა უნებართვოდ და თვითნებურად ააშენა ბაკურიანში 5 სასტუმრო.
ახალაიას თქმით, უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა – “ამ ეტაპისთვის 1 894 925 ლარია დადგენილი”
საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დაკავებულებსი რიცხვი გაიზარდოს.